შვედეთში გაუჩინარებული თურქი წარმოშობის ოფიცრის ცხედარი იპოვეს

შვედეთში გაუჩინარებული თურქი წარმოშობის ოფიცრის ცხედარი იპოვეს

1597788
შვედეთში გაუჩინარებული თურქი წარმოშობის ოფიცრის ცხედარი იპოვეს

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, 2020 წლის 18 ნოემბერს გაუჩინარებული 31 წლის წარმოშობით თურქი ოფიცერის, დენიზ არდას ცხედარი იპოვეს. იგი შვედეთის შეიარაღებული ძალების წევრი იყო.

სტოკჰოლმის პოლიციის დეპარტამენტის პრესსპიკერმა კარინა სკაგერლინდმა განაცხადა, რომ ცხედარი, რომელიც 10 დღის წინ იპოვეს სტოკჰოლმის სამხრეთით, ტირესტას ეროვნულ პარკში, დაადგინეს, რომ ეკუთვნოდა დენიზ არდას, რომელიც შვედეთის შეიარაღებული ძალების საზღვაო კომანდოს ოფიცრად მსახურობდა. ამავე ინფორმაციით, პირველად გამოძიებაში დანაშაულის ელემენტი არ არსებობს.

ცნობისათვის, დენიზ არდა, რომელმაც წარმატებით დაასრულა ყველანაირი კომანდოს ტრენინგი შვედეთის შეიარაღებულ ძალებში და დააწინაურეს საზღვაო კომანდოს სკოლის სარდლობაში და ოფიცერის წოდებაც მიანიჭეს,  2020 წლის 18 ნოემბერს გაუჩინარდა.


საკვანძო სიტყვები: #შვედეთი

მსგავსი ინფორმაციები