ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ გააუქმებენ

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ გააუქმებენ

1579515
ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ გააუქმებენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისინი არ გააუქმებენ სანქციებს ირანის წინააღმდეგ, სანამ ურანის გამდიდრების პროცესს არ შეაჩერებს.

ჯო ბაიდენმა, 20 იანვარს პრეზიდენტის სავარძლის დაკავების შემდეგ, პირველი სატელევიზიო ინტერვიუ მისცა ტელეარხ CBS-ს.

ბაიდენმა, ინტერვიუს ირანის შესახებ ნაწილში ბირთვული შეთანხმების შესახებ ისაუბრა.

მან კითხვაზე, „აშშ, ირანის მოლაპარაკების მაგიდასთან მისაყვანად მოხსნის თუ არა სანქციებს?“, დასძინა: „არა, ჯერ მათ უნდა შეაჩერონ ურანის გამდიდრება.“

ბაიდენის ადმინისტრაციამ თავის წინა განცხადებებში აღნიშნა, რომ აპირებს დაუბრუნდეს ბირთვულ შეთანხმებას ირანთან თუ ”გარკვეული პირობები შესრულდება”.

ირანის ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ კი განაცხადა, რომ მისი ქვეყნის მიერ ბირთვული შეთანხმების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, ჯერ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა მოხსნას ყველა სანქცია.

ალი ხამენეიმ, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ბოლო განცხადების საპასუხოდ, რომელიც გულისხმობს ურანის გამდიდრების შეჩერებას სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, სოციალურ ქსელ Twitter-ით აღნიშნა: ”ჩვენ ვთქვით პირობები და მას უკან არ წავიღებთ”.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამედ ჯავად ზარიფმა ერთ-ერთ სატელევიზიო პროგრამაში განაცხადა, რომ ისინი აღარ აპირებენ მოლაპარაკებას ბირთვულ შეთანხმებაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ”ირანი ერთგულია ბირთვული შეთანხმების და ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ აშშ დაუბრუნდეს შეთანხმებას.”-თქვა მან.

2015 წელს გაფორმდა ხელშეკრულება ირანსა და აშშ-ს, ჩინეთს, საფრანგეთს, გერმანიას, რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის თეირანის ბირთვული საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის შესახებ.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ცალმხრივად დატოვა შეთანხმება 2018 წლის 8 მაისს და კვლავ დაიწყო სანქციების დაწესება ირანის წინააღმდეგ.

თეირანმა სანქციების საპასუხოდ ასევე მთლიანად შეაჩერა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2020 წლის 5 იანვარს და მაღალი დონით ურანის გამდიდრების ჩათვლით მთელი რიგი ნაბიჯები გადადგა.


საკვანძო სიტყვები: #სანქციები , #ირანი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები