ნავალნი დააკავეს, ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს დაუყოვნებლივ მოხდეს მისი გათავისუფლება

ნავალნი დააკავეს, ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს დაუყოვნებლივ მოხდეს მისი გათავისუფლება

1565453
ნავალნი დააკავეს, ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს დაუყოვნებლივ მოხდეს მისი გათავისუფლება

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც გერმანიიდან მკურნალობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, მოსკოვში აეროპორტში საპასპორტო კონტროლზე დააკავეს, ხოლო მის ადვოკატს, ოლგა მიხაილოვას, მასთან ყოფნის უფლება არ მისცეს.  

რუსეთის ფედერალური ციხის სამსახურების მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ალექსეი ნავალნი, რომელიც 2020 წლის 29 დეკემბრიდან გამოსაცდელი ვადის განმეორებით დარღვევის გამო იძებნებოდა, შერემეტიევოს აეროპორტში იქნა დაკავებული.

მეორეს მხრივ, ნავალნის დაკავებას ევროკავშირისგან მაშინვე მოჰყვა გამოხმაურებები.

ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავებას „მიუღებელ“ ფაქტს უწოდებს და რუსეთის ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

ფაქტს ასევე გამოეხმაურა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელიც და აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ალექსეი ნავალნის უფლებებს და იგი გაათავისუფლოს.

ცნობისთვის, ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, მოსკოვის აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ 2020 წლის აგვისტოში, ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს და საავადმყოფოდან გასული წლის 23 სექტემბერს გაწერეს.



მსგავსი ინფორმაციები