დიდ ბრიტანეთ-ევროკავშირს შორის ისტორიული შეთანხმება

შოტლანდია ისტორიული შეთანხმების წინააღმდეგ გამოდის

1551580
დიდ ბრიტანეთ-ევროკავშირს შორის ისტორიული შეთანხმება

დიდ ბრიტანეთმა და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის „ბრექსითი“-ს შემდგომ სავაჭრო შეთანხმების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ მხარეებს შორსი სამართლიანი და დაბალანსებული შეთანხმება იქნა მიღწეული.

ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთსა და ევრობლოკს შორის „ბრექსიტი“-ს თაობაზე შეთანხმება 31 დეკემბრამდე უნდა მომხდარიყო, ვინაიდან ამ თარიღამდე გარდამავალი პერიოდის განმავლობაში ბრიტანეთი განაგრძობდა ევროკავშირის წესების დაცვას, ამის შემდეგ ის აღარ იქნება ევროკავშირის სავაჭრო კანონებზე დამოკიდებული.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ  ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ახალი ხელშეკრულებით,  ვაჭრობას საბაჟო გადასახადებისა და კვოტების გარეშე განაგრძობენ.

მეორეს მხრივ, შოტლანდიის რეგიონული მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლა სტურჯენმა დამოუკიდებლობისკენ მოწოდება გააკეთა და აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოს და ევროკავშირს შორის მიღწეული სავაჭრო შეთანხმება ვერ აანაზღაურებს მათ კუთვნილებს.  ნიკოლა სტურჯონმა, Brexit-ის შეთანხმება შედგა, საკუთარ სოციალურ ქსელ, Twitter-ის ანგარიშზე გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ Brexit-ის შეთანხმება  ეწინააღმდეგება შოტლანდიის ხალხის ნებას რა, დროა შედგინდეს საკუთარი მომავალის რუქა, როგორც დამოუკიდებელი ევროპული ქვეყანა.



მსგავსი ინფორმაციები