მსოფლიოში COVID-19-ის შედეგად დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება

მსოფლიოში COVID-19-ის შედეგად დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება

1529341
მსოფლიოში COVID-19-ის შედეგად დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება

ჩინეთის ქალაქ, უხანიდან  გავრცელებული  ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) დღემდე მსოფლიოს მასშტაბით დაღუპულთა რაოდენობამ 1 მილიონ 334 ათასს  350-სს გასცდა. დაინფიცირებულთ რაოდენობა  55 მილიონ 449 ათასს გასცდა.   ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 38 მილიონ 607  ათასზე მეტი ადამიანი. 

ამერიკის შეერთებულ შტატებში სადაც გარდაცვლილთა რიცხვმა 252 ათას 652-ს მიაღწია, დაინფიცირებუთა რიცხვმა 11 მილიონ 538-ს გასცდა.

რაც შეეხება ევროპაში პანდემიის ცენტრს, შეიძლება ითქვას, რომ დიდი ბრიტანეთი გახლავთ. ქვეყანაში კოვიდ-19-ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 52 ათას 147-ს გასცდა. დაინფიცირებულთა რიცხვი კი 1 მილიონ 390 ათას გასცდა.

იტალიაში  დაღუპულთა საერთო რაოდენობამ  45  733-ს მიაღწია. ქვეყანაში დაინფიცირებულთა რიცხვი 1 მილიონ 205 ათასს გასცდა. ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ით კიდევ 504 ადამიანი დაიღუპა.

საფრანგეთში კოვიდ-19-ის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა, 45 054-მდე გაიზარდა, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობა 1 მილიონ 991 ათას 233-ს  გასცდა.  ბოლო 24 საათში კიდევ 508 ადამიანი დაიღუპა.

ესპანეთში კი კოვიდ-19-ის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა, 41 253-ს გასცდა.  დაინფიცირებულთა რიცხვი კი 1 მილიონ 521 ათასს გასცდა.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #მსოფლიო

მსგავსი ინფორმაციები