აშშ-ის  პრეზიდენტის არჩევნების შედეგები ჯერ კიდევ არ არის ცნობილი

აშშ-ის  პრეზიდენტის არჩევნების შედეგები ჯერ კიდევ არ არის ცნობილი

1522847
აშშ-ის  პრეზიდენტის არჩევნების შედეგები ჯერ კიდევ არ არის ცნობილი

ამერიკის შეერთებულ შტატებში 59-ე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.

მიჩიგანის და ჯორჯიის შტატების სასამართლოებმა,  რესპუბლიკელების საჩივრები იმის თაობაზე, რომ  ხმების დათვლის დროს უკანონობა იქნა ჩადენილი, არ დააკმაყოფილეს. ორივე შტატის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რესპუბლიკელების ბრალდებების საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.

ის კანდიდატი, რომელიც 270 დელეგატს მოაგროვებს, აშშ-ს პრეზიდენტი ხდება რა, პენსილვანიაში, ჯორჯიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, არიზონაში, ნევადასა და ალასკაში ხმების დათვლა ამჟამადაც  მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით კი, აშშ-ში 59-ე საპრეზიდენტო არჩევნების არაოფიციალური შედეგების მიხედვით, რესპუბლიკელთა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა 214 დელეგატს მიაღწია, ხოლო დემოკრატთა კანდიდატმა ჯო ბაიდენმა 264.


საკვანძო სიტყვები: #არჩევნები , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები