ევროკავშირი, ბაქოსა და ერევანს ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს

ევროკავშირი, ბაქოსა და ერევანს ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს

1502680
ევროკავშირი, ბაქოსა და ერევანს ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა  წარმომადგენელმა, ჯოზეფ  ბორელმა აზერბაიჯანსა და სომხეთს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდა.

„შაბათ-კვირის განმავლობაში მოლაპარაკებები გავმართე სომხეთისა და აზერბაიჯანის მინისტრებთან. მშვიდობიანი მოსახლეობის შორის მსხვერპლის ზრდა დაუშვებელია. საომარი მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. გაერო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ქვეშ მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს“, აცხადებს ბორელი თავის მოწოდებაში.


საკვანძო სიტყვები: #ერევანი , #ბაქო , #ევროკავშირი

მსგავსი ინფორმაციები