ლიბიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს

ლიბიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს

1492083
ლიბიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს

ლიბიის პრემიერ-მინისტრმა ფაიზ ალ-სარაჯიმ განაცხადა, რომ თვის ბოლოს თანამდებობის გადაბარებას აპირებს. მან ამის შესახებ ლიბიის საზოგადოებრივ მაუწყებლის მეშვეობით მოსახლეობასთან მიმართვის დროს განაცხადა. „ყველას გულწრფელად გეუბნებით, რომ მსურს ჩემი აღმასრულებელი ხელისუფლების გადაცემა მაქსიმუმ ოქტომბრის ბოლომდე,“ განაცხადა ალ-სარაჯიმ. მან სატელევიზიო მიმართვის დროს, 6-10 სექტემბერს მაროკოს ქალაქ ბუზნიკაში გამართულ „ლიბიის დიალოგის შეხვედრაზე“-ც ისაუბრა და აღნიშნა:  „ჩვენ ვხედავთ, რომ ლიბიელებს შორის კონსულტაციები და მოლაპარაკებები მიმდინარეობს გაერო-ს ხელმძღვანელობით.  ჩვენ მივესალმებით ამას  და ვიმედოვნებთ, რომ ეს უფრო ფართო კონსენსუსსა და შეთანხმებას გამოიღებს. ბოლო შეხვერაზე სახელმწიფო ინსტიტუტების გაერთიანებისა და საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა იქნა განხილული. არჩევნებზე პირდაპირ გადასვლა ყოვლისმომცველი გადაწყვეტის საუკეთესო გზაა. ამასთან, მე მაინც მხარს დავუჭერ სხვა კომპრომისსაც. რაც შეეხება თანამდებობის დატოვებას, ყველას გულწრფელად გეუბნებით, რომ მსურს ჩემი აღმასრულებელი ხელისუფლების გადაცემა მაქსიმუმ ოქტომბრის ბოლომდე. ვიმედოვნებ, რომ ამ დროისთვის დიალოგის კომიტეტი დაასრულებს თავის საქმიანობას, აირჩევს ახალ საპრეზიდენტო საბჭოს და დანიშნავს ახალ პრემიერ-მინისტრს“.



მსგავსი ინფორმაციები