მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 29 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 29 მილიონს გადააჭარბა

1490403
მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ  29 მილიონს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) გამო გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 928 ათას 290-ს, შემთხვევების რაოდენობამ 29 მილიონ 185 ათასს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა კი 21 მილიონ 31 ათასს  გადააჭარბა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში 415 ადამიანის გარდაცვალების შედეგად დაღუპულთა მთლიანი რიცხვი ქვეყანაში 131 ათას 625-მდე, ხოლო შემთხვევათა რიცხვი კი 14 ათას 768-ით 4 მილიონ 330 ათას 455-მე გაიზარდა.

მექსიკაში ბოლო ერთ დღეში კოვიდ -19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 217 – ით 70 ათას 821 – მდე, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვი 4 ათას 408 – ით 668 ათას 381 – მდე გაიზარდა.

საფრანგეთში, ბოლო 24 საათში ეპიდემიის გამო კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა და ამით მთლიანმა რაოდენობამ 30 ათას 916-მდე, ხოლო შემთხვევების კი 7 ათას 183-ით 381 ათას 94-მდე მოიმატა.

იტალიაში, სადაც 35 ათას 610 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ ათას 458 ადამიანს დაუსვეს კოვიდ -19-ის დიაგნოზი. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 287 753-მდე გაიზარდა. ქვეყნის 20 ადმინისტრაციულ რეგიონიდან 13-ში 5,6 მილიონი მოსწავლე დღეს სწავლას დაიწყებს.

ავსტრალიაში, კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ შტატ ვიქტორიაში კიდევ 7 ადამიანი დაიღუპა და ამით გარდაცვლილთა რაოდენობა 817-მდე გაიზარდა. ქვეყანაში დაავადების 26 ათას 651 შემთხვევაა დაფიქსირებული.



მსგავსი ინფორმაციები