მოსადის ხელმძღვანელი  პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ემირატებში

მოსადის ხელმძღვანელი  პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ემირატებში

1475684
მოსადის ხელმძღვანელი  პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ემირატებში

ისრაელსა და არაბთა  გაერთიანებულ საემიროებს შორის ნორმალიზაციის შესახებ შეთანხმების შემდეგ, ისრაელის სადაზვერვო სამსახურის (მოსადი) ხელმძღვანელი  იოსი კოენი, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში იოსი კოენი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს, თაჰნუნ ბინ ზაიედს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

 

შეგახსენებთ, რომ ისრაელმა  და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა  ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეთანხმებას მიმდინარე წლსი, 13 აგვისტოს მოაწერეს ხელი.  

არაბული ქვეყნებიდან დღემდე მხოლოდ იორდანიას და ეგვიპტეს აქვთ ისრაელთან აქტიური დიპლომატიური ურთიერთობები. ეგვიპტემ ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმებას  1979 წელს მიაღწია, ხოლო იორდანიამ, 1994 წელს.

 

 



მსგავსი ინფორმაციები