ისრაელ-ემირატების დიპლომატებმა პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს

ისრაელ-ემირატების დიპლომატებმა პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს

1474124
ისრაელ-ემირატების დიპლომატებმა პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს

არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა აბდულაჰ ბინ ზაიდ ალ ნაჰინიმა  და მისმა ისრაელელ კოლეგამ,  გაბი აშკენაზმა სატელეფონო საუბარი გამართეს.  ორ ქვეყანას შორის, ურთიერთობის ნორმალიზების შეთანხმებას ხელი მიმდინარე წლის 13 აგვისტოს  მოაწერეს ხელი. ემირატების სააგენტო, WAM-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა სატელეფონო საუბრის დროს ერთმანეთს ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმება მიულოცეს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა  დონალდ ტრამპმა  სოციალურ ქსელ, Twitter-ით გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა, რომ  ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ურთიერთობის ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური, კულტურული, სავაჭრო, ურთიერთობების დამყარებას გულისხმობს. ასევე შეთანხმება, ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის, უსაფრთხოების და სხვა მრავალ სფეროში თანამშრომლობასაც მოიცავს.  სანაცვლოდ კი ისრაელი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს  ნაწილის ანექსიის გეგმას აჩერებს.



მსგავსი ინფორმაციები