ვენაში ისრაელი და ამერიკა გააპროტესტეს
ვენაში ისრაელი და ამერიკა გააპროტესტეს
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ისრაელის უკანონო ქმედებები პალესტინელების წინააღმდეგ და ამ ქვეყნის მხარდამჭერი ამერიკის შეერთებული შტატები გამართული აქციით გააპროტესტეს. ვენაში, აშშ-ს საელჩოს წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, ტრანსფარანტები გამოფინეს წარწერებით: „არა პალესტინის ტერიტორიების ოკუპაციას“, „ავსტრიამ, ისრაელის და აშშ-ს იმპერიალიზმს მხარი არ უნდა დაუჭიროს“, „ბოიკოტი ისრაელს, არა ოკუპაციას“. აქციაზე სიტყვით გამომსვლელებმა იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ისრაელის მხრიდან ჩადენილი უკანონო ქმედებები დაგმეს და რეგიონის სტაბილურობისათვის ქვეყნის, 1967 წელს აღიარებულ საზღვრებში დაბრუნება მოითხოვეს. აქციას ესწრებოდა ავსტრიელი კათოლიკე პასტორი ფრანც სიდერიც, რომელიც რელიგიურ პირებს ჩაგრულების გვერდით დგომისკენ მოუწოდებდა.
მსგავსი ინფორმაციები
კანადაში ტყის ხანძარი მძვინვარებს
კანადის ვუდ ბაფალოს რეგიონში ტყის ხანძრის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია გადაწყდა