აშშ-ში კიდევ სამ ქალაქში ფედერალური უსაფრთხოების ძალებს გააგზავნიან

აშშ-ში კიდევ სამ ქალაქში ფედერალური უსაფრთხოების ძალებს გააგზავნიან

1464553
აშშ-ში კიდევ სამ ქალაქში ფედერალური უსაფრთხოების ძალებს გააგზავნიან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის  დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად  გამოაცხადა, რომ ქალაქებსი დეტროიტში, კლივლენდსა და მილუოკიში ფედერალურ უსაფრთხოების ძალებს გაგზავნიან.

იუსტიციის სამინისტროს წერილობითი განცხადების მიხედვით, თვის დასაწყისში ქალაქებში ფედერალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით დაწყებული ოპერაცია სახელწოდებით "ლეგენდა" კიდევ 3 ქალაქზე გავრცელდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალაქებში დეტროიტში, კლივლენდსა და მილუოკიში ძალადობის შემცველი დანაშაულის მაჩვენებლები გაიზარდა, რის გამოც დეტროიტში 45, კლივლენდსა და მილოუკიში 25-25 უსაფრთხოების ფედერალური ძალების წარმომადგენელს გააგზავნიან.

მეორეს მხრივ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფედერალური ოფიციალური პირები, რომლებიც ბოლო დღეებში ძალადობაში გადასული რასისზმისა და პოლიციის წინააღმდეგ მიმიდნარე გამოსვლების აღსაკვეთად ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში გააგზავნეს, უკან გამოვლენ.

იუსტიციის დეპარტამენტმა კანზასში ოპერაცია "ლეგენდა" 8 ივლისს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით დაიწყო.

ოპერაცია 22 ივლისს ჩიკაგოში და ალბუკერკეში გაგრძელდა.

ტრამპი დიდ ქალაქებში დანაშაულის რაოდენობის გაზრდაში დემოკრატ გუბერნატორებსა და მერებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ისინი არ იღებენ ადეკვატურ ზომებს.



მსგავსი ინფორმაციები