ახალი ტიპის კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) მსოფლიოს მასშტაბით გარდაცვლილთა რიცხვმა 652 ათასს გადააჭარბა

1462335
ახალი ტიპის კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა
super covid19 2.jpg

ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) მსოფლიოს მასშტაბით გარდაცვლილთა რიცხვმა 652 ათასს, შემთხვევების რაოდენობამ 16 მილიონ 424 ათასს და გამოჯანმრთელებულთა კი 10 მილიონს გადააჭარბა.

ბრაზილიაში 555 ადამიანი გარდაიცვალა, რითაც ქვეყანაში კოვიდ -19-ით დაღუპულთა რიცხვი 87 ათას 52-მდე, ხოლო შემთხვევების კი 24 ათას 578-ით 2 მილიონ 419 ათასამდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში მექსიკაში კოვიდ -19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 306 – ით 43 ათას 680 – მდე, ხოლო შემთხვევების კი 5 ათას 480 – ით 390 ათას 516 – მდე მოიმატა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 149 ათასი 849 ადამიანი დაიღუპა, 4 მილიონ 371 ათასი ადამიანია დაავადებული.

ინგლისში ეპიდემიის გამო 45 ათას 752 ადამიანი გარდაიცვალა, შემთხვევების რიცხვი კი 299 ათას 426-მდე გაიზარდა.

ესპანეთში კოვიდ-19-ის გამო დაიღუპა 28432 ადამიანი, დაავადებულია 319 ათას 501.

საფრანგეთში 30 ათას 192 ადამიანი გარდაიცვალა და შემთხვევების რაოდენობამ 180 ათას 528-ს გადააჭარბა.

კოვიდ-19-ის გამო გერმანიაში 9 ათას 203 ადამიანი დაიღუპა, დაავადებულთა რაოდენობა 206 ათასი 741 გახდა.



მსგავსი ინფორმაციები