მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსისგან 9 მილიონზე მეტი ადამიანი განიკურნა

მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსისგან 9 მილიონზე მეტი ადამიანი განიკურნა

1460886
მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსისგან 9 მილიონზე მეტი ადამიანი განიკურნა
KORONAVİRUS SUPR

ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოს მასშტაბით 636 ათასს, დაავადებულთა 15 მილიონ 654 ათასს და გამოჯანმრთელებულთა კი 9 მილიონ 535 ათასს გადააჭარბა.

საფრანგეთში ბოლო 24 საათში ეპიდემიის გამო კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა, რითაც დაღუპულთა რიცხვმა 30,182 შეადგინა. ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 62-ით 210 ათას 972-მდე გაიზარდა. საფრანგეთში, სადაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 27 პროცენტით გაიზარდა შემთხვევების რაოდენობა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამის მიზეზი არის Kovid-19– ის ზომების არასაკმარისად დაცვა.

იტალიაში 10 ადამიანი დაიღუპა ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი ტიპის კოროვირუსის გამო და ამით გარდაცვლილთა რაოდენობა 35 ათას 92 გახდა. ქვეყანაში, სადაც აქტიური შემთხვევების რაოდენობა 12,404-მდე გაიზარდა, ბოლო ერთ დღეში 306 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ესპანეთში კოვიდ-19-ის გამო ბოლო 24 საათში კიდევ სამი გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა, რითაც მთლიანმა რიცხვმა 28 ათას 429-მდე მოიმატა. შემთხვევების რიცხვი კი 971-ით 270 ათას 166-მდე გაიზარდა.

პორტუგალიაში, კოვიდი -19 -ით ბოლო ერთ დღეში 3 ადამიანი გარდაიცვალა და დაფიქსირდა 229 ახალი შემთხვევა.

ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ბოლივიაში ეპიდემიის გამო დღემდე დაიღუპა 2,328 ადამიანი, 64 ათასი 135 ადამიანი კი დაავადდა.



მსგავსი ინფორმაციები