ჩინეთ-აშშ-ს შორის ახალი დაძაბულობა დაიწყო

ვაშინგტონის საპასუხოდ, პეკინმაც ამერიკული საკონსულო დახურა

1461117
ჩინეთ-აშშ-ს შორის ახალი დაძაბულობა დაიწყო

ჩინეთმა, აშშ-ის ქალაქ სინგდუში მოქმედი გენერალური საკონსულოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.  ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც 22 ივლისს, ვაშინგტონის ადმინისტრაციამ ამერიკის ქალაქ ჰიუსტონში მოქმედი ჩინეთის გენერალური საკონსულო დახურა. ამავე განცხადებით, სამინისტრომ ეს საპასუხო გადაწყვეტილება, როგორც "აუცილებელი და კანონიერი რეაგირება შეერთებული შტატების არაგონივრულ ნაბიჯზე", ისე მიიღო. როგორც ნობილია, 22 ივლისს, აშშ-ის ადმინისტრაციამ, ტეხასის შტატ ჰიუსტონში მოქმედი ჩინეთის დიპლომატიური მისიის 72 საათში დახურვის დადგენილება გამოიტანა, ხოლო მოტივად მთავრობამ ის დაასახელა, რომ ჩინეთის ხსენებული საკონსულო გახდა ”ჯაშუშობისა და ინტელექტუალური საკუთრების ქურდობის ცენტრი”.



მსგავსი ინფორმაციები