ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა მთლიანი რიცხვი მთელ მსოფლიოში 630 ათასამდე გაიზარდა

დაავადებულთა რაოდენობამ 15 მილიონ 374 ათასს და გამოჯანმრთელებულთა კი 9 მილიონ 349 ათასს გადააჭარბა

1460191
ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა მთლიანი რიცხვი მთელ მსოფლიოში 630 ათასამდე გაიზარდა
super covid19 2.jpg

ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) მსოფლიოს მასშტაბით გარდაცვლილთა რიცხვმა 630 ათასს, დაავადებულთა 15 მილიონ 374 ათასს და გამოჯანმრთელებულთა კი 9 მილიონ 349 ათასს გადააჭარბა.

ეპიდემიის ცენტრად გადაქცეულ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 146 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 4 მილიონ 100 ათასზე მეტი დაავადდა, კალიფორნიამ დაავადების 409 ათასზე მეტი შემთხვევით ნიუ-იორკი უკან ჩამოიტოვა. დედაქალაქ ვაშინგტონში და იქედან ერთი საათის სავალი მანძილით დაშორებულ მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

საფრანგეთში ეპიდემიის გამო ბოლო 24 საათში 7 ადამიანი დაიღუპა, რითაც მთლიანი რიცხვი 30 ათას 172 გახდა. ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი კი 998-ით 209 ათას 910-მდე გაიზარდა. ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა France 2-ის ეთერში განაცხადა, რომ 40 მილიონი ნიღაბი უფასოდ დაურიგდება 7 მილიონ ეკონომიკურად რთულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს.

ახალი ტიპის კორონავირუსის გამო, ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში 9 ადამიანი გარდაიცვალა, რითაც დაღუპულთა რაოდენობა 35 ათას 82 გახდა. ქვეყანაში, სადაც აქტიური შემთხვევების რაოდენობა 12 ათას 322-მდე გაიზარდა, ბოლო დღეს 282 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.



მსგავსი ინფორმაციები