ნეთანიაჰუს წინააღმდეგ აქციები გრძელდება

ნეთანიაჰუს წინააღმდეგ აქციები გრძელდება

1459936
ნეთანიაჰუს წინააღმდეგ აქციები გრძელდება

ისრაელში, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) მიუხედავად, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ აქციები მაინც გრძელდება.  გუშინ მსგავსი საპროტესტო აქცია გაიმართა დასავლეთ იერუსალიმში. აქციის მონაწილეებმა  მთავრობის, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა გააპროტესტეს. კოვიდ-19-ის მეორე ტალღის გავრცელების ფონზე ისრაელში უმუშევართა რიცხვი 21%-მდე გაიზარდა. „შავ დროშიანების“ სახელით ცნობილი დაჯგუფების ორგანიზებით შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, დასავლეთ იერუსალიმში პრემიერ-მინისტრის სასახლის წინ შეიკრიბნენ რა, აქედან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა მოაწყვეს. პარლამეტის შენობასთან გამართულ აქციას ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის დეპუტატებიც შეუერთდნენ. საპროტესტო აქციის დროს დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის პერიოდული დაპირისპირებაც ხდებოდა.



მსგავსი ინფორმაციები