ეგვიპტის პრეზიდენტს ლიბიაში შეჭრის უფლებამოსილება მიეცა

ამ უფლებამოსილების შემცველი კანონი ქვეყნის პარლამენტმა დაამტკიცა

1458830
ეგვიპტის პრეზიდენტს ლიბიაში შეჭრის უფლებამოსილება მიეცა

ეგვიპტის ახალი ამბების თანახმად, ქვეყნის პარლამენტმა დახურულ სესიაზე დაამტკიცა კანონ-პროექტი, რომელიც პრეზიდენტ აბდულფეტაჰ ეს-სისის, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ყველანაირი საჭირო ზომების მიღების უფლებამოსილებას აძლევს. ასე რომ, ამ უფლებამოსილებით, სისის შეეძლება ლიბიაში სამხედრო ჩარევა, თუ ამას მოსთხოვს არა ქვეყნის ლეგიტიმური მთავრობა, არამედ ე.წ. ტობრუკის მთავრობა, რომელსაც მხარს უჭერს მეამბოხე გენერალი ჰალიფა ხაფთერი. გასულ კვირას ტობრუკის პარლამენტის თავმჯდომარე აქილ სალიჰმა განაცხადა: ”თუ ეგვიპტის მთავრობა, ლიბიისა და ეგვიპტის უსაფრთხოებისადმი მიმართულ საფრთხეებს დაინახავს, მაშინ, ჩვენ მოხარული ვიქნებით ამ საფრთხის გაუვნებელსაყოფად ეგვიპტის არმიის სამხედრო ჩარევით.”



მსგავსი ინფორმაციები