ალიევმა სომხეთს „ფაშისტური სახელმწიფო“ უწოდა

ალიევმა სომხეთს „ფაშისტური სახელმწიფო“ უწოდა

1456099
ალიევმა სომხეთს „ფაშისტური სახელმწიფო“ უწოდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის მხრიდან მათ ტერიტორიებზე სამოქალაქო დასახლებებზე თავდასხმის განხორციელების  გამო ამ ქვეყანას „ფაშისტური სახელმწიფო“ უწოდა. ილჰამ ალიევმა მინისტრთა საბჭოს დასრულების შემდეგ 12 ივლისს,  სომხეთის მხრიდან განხორციელებული თავდასხმა შეაფასა და აღნიშნა, რომ სომხეთის მხრიდან თოვუზის რაიონში  განხორციელებულ თავდასხმას დაუყონებლივ უპასუხეს. „სომხეთის ძალები,  ჩვენი ქვეყნის ერთ სანტიმეტრ მიწაზეც კი არ შემოჭრილან და ამას ვერც შესძლებენ. უფრო მეტიც ჩვენ რომ გვდონებოდა, სომხეთის იმ რეგიონის ტერიტორიებზე კონტროლის დამყარებას უმოკლეს ხანაში შევძლებდით. მაგრამ,  ჩვენ ასეთი მიზანი არ გვაქვს.   სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის სამოქალაქო დასახლებებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ჩვენი ერთი 76 წლის მოქალაქე დაიღუპა.  ეს იმაზე მიუთითებს, რომ სომხეთი ნამდვილი „ფაშისტური სახელმწიფოა. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო თურქ ხალხს და მის ლიდერ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს მხარდაჭერისათვის.“  


საკვანძო სიტყვები: #სომხეთი , #ალიევი

მსგავსი ინფორმაციები