მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 7 მილიონ 707 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 7 მილიონ 707 ათასს გადააჭარბა

1454447
მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 7 მილიონ 707 ათასს გადააჭარბა
super covid19.jpg

ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) მსოფლიოში გარდაცვლილთა რიცხვმა 575 ათასს, შემთხვევების რაოდენობამ 13 მილიონ 240 ათასს, გამოჯანმრთელებულთა კი 7 მილიონ 707 ათასს გადააჭარბა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სადაც 138 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, აღმოჩნდა, რომ ვირუსთან ბრძოლაში პირბადის გამოყენება, რესპუბლიკელებთან შედარებით დემოკრატებში ორჯერ უფრო გავრცელებულია. კვლევითი ორგანიზაცია Gallup-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, დემოკრატების მხარდამჭერების 94% გარეთ გასვლისას ყოველთვის ან ძალიან ხშირად პირბადეს იყენებს, ეს ციფრი რესპუბლიკელებში კი 46%-ია.

იტალიაში ბოლო 24 საათში ახალი ტიპის კორონავირუსის გამო დაღუპულთა რიცხვი 13-ით 34 ათას 967-მდე გაიზარდა. აქტიური შემთხვევების როდენობა 13 ათას 157-მდე შემცირდა და ერთ დღეში კიდევ 169 ადამიანი დაავადდა. მეორეს მხრივ ქვეყანაში ეპიდემიით ყველაზე მეტად დაზარალებულ ჩრილოეთში მდებარე ლომბარდიას რეგიონში კოვიდ-19-ით დაღუპულთა ახლობლების მიერ შექმნილმა ჯგუფმა „ვჩივით“ (Noi denunceremo) ევროკომისიის თავმჯდომარეს ურსულა ფონ დერ ლეიენს და ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს თავმჯდომარეს რობერტ რაგნარ სპანოს წერილები გაუგზავნა და ლომბარდიაში დანაშაულებების გამოძიების გაკონტროლება მოითხოვეს. აღნიშნულმა ჯგიფმა 10 ივნისს ქალაქ ბერგამოს რესპუბლიკურ პროკურატრაში დაახლოებით 50 საჩივარი შეიტანა.

საფრანგეთში ეპიდემიის გამო ბოლო 3 დღეში 25 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 30 ათას 29-მდე, ვირუსით დაავადებულთა კი ბოლო 24 საათში 288-ით 206 ათას 192-მდე გაიზარდა.



მსგავსი ინფორმაციები