ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 13 მილიონს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 13 მილიონს გადააჭარბა

1454059
ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 13 მილიონს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) მსოფლიოში გარდაცვლილთა რიცხვმა 571 ათასს, შემთხვევების რაოდენობამ 13 მილიონს, გამოჯანმრთელებულთა კი 7 მილიონ 591 ათასს გადააჭარბა.

აშშ-ში, სადაც გარდაცვლილთა რიცხვი 138 ათასს მიუახლოვდა, ბოლო 24 საათში დაავადების ყველაზე მეტი 15 ათასი ახალი შემთხვევა ფლორიდაში დაფიქსირდა. სტატში გუშინ 45 ადამიანი გარდაიცვალა და 15 ათას 229 კი დაავადდა, მეორე ადგილზე კი კალიფურნიის შტატია, სადაც 11 ათას 694 ადამიანი დაინფიცირდა.

ინგლისში კოვიდ-19-ის გამო ბოლო ერთ დღეში 21 ადამიანი დაიღუპა და 650 დაავადდა.

ესპანეთში ბოლო, 10 ივლისის, მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 28 ათას 403, დაავადებულთა კი 253 ათას 908 იყო. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, კატალონიის ავტონომიურ რეგიონში კოვიდ-19-ს გამო დღემდე 5 ათას 675 ადამიანი დაიღუპა, კატალონიის ავტონომიური მთავრობა კი ამბობს, რომ სინამდვილეში ეს ციფრი ორჯერ მეტია. რეგიონში ახალი ტიპის კორონავირუსის შემთხვევების გაზრდის გამო ზოგიერთი დასახლება კარანტინში მოაქციეს.



მსგავსი ინფორმაციები