დღეს სრებრენიცას გენოციდის დღეა

კოვიდ-19 ეპიდემიის გამო, მას მასობრივად არ აღნიშნავენ

1453186
დღეს სრებრენიცას გენოციდის დღეა

1995 წლის ივლისში, სებრენიცაში სერბების მხრიდან ბოსნიელებზე განხორციელებული გენოციდის დროს, მისგან თავის დასაღწევად, ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან გამოყენებული ტყის გზა, რომლითაც ტუზლას დასახლებაში მივიდოდნენ და იქ უსაფრთხოდ იქნებოდნენ, "სამშვიდობო მარში" მოეწყო და იგი პოტოჩარის მემორიალურ სასაფლაოსთან დასრულდა. სრებრენიცას გენოციდის დროს, სერბების ჯარების მიერ სულ მცირე 8 ათასი 372 ბოსნიელი მშვიდობიანი მოქალაქე იქნა მოკლული და ამ ტრაგედიის 25-ე წლისთავზე გამართულ სამგლოვიარო მსვლელობაში, კორონავირუსის გამო მხოლოდ დაახლოებით 400 ადამიანი მონაწილეობდა რა, პოტოჩარის სასაფლაოსთან მათ სრებრენიცელი დედები დახვდნენ. სამგლოვიარო მსვლელობა “მშვიდობის მარში“, წელს მე-16 ჯერ ჩატარდა და მის ფარგლებში, 3 დღიანი მძიმე და მომქანცველი მსვლელობის შემდეგ პოტოჩარის მემორიალურ სასაფლაოზე მისულებმა, ერთობლივი ლოცვით გენოციდის მსხვერპლთა სულები მოიგონეს. ბოსნია-ჰერცეგოვინიის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი სრებრენიცა, 1995 წლის 11 ივლისს, პირსისხლიანი სერბი გენერლის, რატკო მლადიჩის მეთაურობით სერბეთის ჯარებმა დაიპყრეს და მშვიდობიანმა მოსახლეობამ, თავი აქ განლაგებულ გაეროს  ჰოლანდიელ ჯარისკაცებს შეაფარეს თავი, მაგრამ, ჰოლანდიელმა ცისფერ ჩაფხუტიანებმა ისინი სერბებს გადასცეს. სერბებმა, თავის მხრივ მართალია ქალებსა და ბავშვებს, ბოსნიელი ჯარისკაცების კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონში გადასვლის ნებართვა მისცეს, მაგრამ, ამ დროს მათ მინიმუმ 8 ათასი 372 ბოსნიელი მამაკაცი ტყიან ადგილებში, ქარხნებში და საწყობებში მოკლეს, რომლებიც სხვადასხვა მასობრივ სასაფლაოებში დაკრძალეს. მას შემდეგ, ყოველწლიურად, ომის შედეგად დაკარგულად გამოცხადებულების მოსაძიებლად სამუშაოები არ წყდება და საერთო სასაფლაოებში მოპოვებულ გვამებს, იდენტიფიკაციის შემდეგ, ყოველი წლის 11 ივლისს, პოტოჩარის მემორიალურ სასაფლაოზე გამართულ სამგლოვიარო ცერემონიით მარხავენ. წელს, გენოციდის კიდევ 9 მსხვერპლი, მათი ვინაობის იდენტიფიკაციის შემდეგ, კვლავ ამავე სასაფლაოზე დაიკრძალება



მსგავსი ინფორმაციები