გებრეიესუსი: „უარესი ჯერ კიდევ წინ არის“

გებრეიესუსი: „უარესი ჯერ კიდევ წინ არის“

1445881
გებრეიესუსი: „უარესი ჯერ კიდევ წინ არის“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) შესახებ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ  უარესი ჯერ კიდევ წინ არის. გებრეიესუსმა ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსით მსოფლიოში კიდევ ბევრი ადამიანი დაინფიცირდება, თუკი  მთავრობები სწორი პოლიტიკის განხორციელებას არ დაიწყებენ. „გლობალური სოლიდარობის არარსებობა და გაყოფილი მსოფლიო ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს. უარესი ჯერ კიდევ წინ არის. ძალიან ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ასეთ გარემოსა და პირობებში უარესის შიში გვაქვს,“  აღნიშნა  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.



მსგავსი ინფორმაციები