ახალი ტიპის კორონავირუსით მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონამდე ადამიანი დაავადდა

ახალი ტიპის კორონავირუსით მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონამდე ადამიანი დაავადდა

1444185
ახალი ტიპის კორონავირუსით მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონამდე ადამიანი დაავადდა
super covid19 2.jpg
super covid19 5.jpg
super covid19 8.jpg
super covid19 hijyen3.jpg

ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) მსოფლიოს მასშტაბით დაღუპულთა რიცხვმა 496 ათასს, დაავადებულთა 9 მილიონ 910 ათასს და გამოჯანმრთელებულთა კი 5 მილიონ 360 ათასს გადააჭარბა.

ეპიდემიის ცენტრად გადაქცეულ ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათში 2 ათას 500 გარდაცვალების და 42 ათასი დაავადების ფაქტი შეშფოთებას იწვევს. გაზეთი New York Times-ის ცნობით, არიზონას, ფლორიდის, ტეხასის მსგავს შტატებში, სადაც შემთხვევების რაოდენობა იზრდება, დაავადებულთა უმრავლესობა 20-დან 40 წლის ასაკისაა.

იტალიაში ეპიდემიის გამო ბოლო ერთ დღეში კიდევ 30 ადამიანი დაიღუპა და მთლიანი რიცხვი 34 ათას 708-მდე გაიზარდა. ქვეყანაში აქტიური შემთხვევების რაოდენობა 665-ით 17 ათას 638-მდე შემცირდა. დღემდე კოვიდ-19-ით დაავადებულთა რაოდენობა 239 ათას 961-მდე გაიზარდა და ბოლო 24 საათში 269 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ და განათლების მინისტრმა ლუსია აზოლინამ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ სკოლები მკაცრი ზომების ქვეშ 14 სექტემბერს გაიხსნება.

საფრანგეთში ეპიდემიის გამო ბოლო 24 საათში 26 ადამიანი დაიღუპა, რითაც მთლიანი რიცხვი 29 ათას 778-მდე, ხოლო დაავადებულთა კი 1588-ით 200 ათას 331-მდე გაიზარდა.

ესპანეთში ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კოვიდ-19-ის ეპიდემიის გამო ბოლო ერთ კვირაში 8 ადამიანი დაიღუპა და მთლიანი რიცხვი 28 ათას 338-მდე გაიზარდა. სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში შემთხვევების რაოდენობამ 191-ით 247 ათას 905-მდე მოიმატა.



მსგავსი ინფორმაციები