ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 9 მილიონ 533 ათასს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა მსოფლიოს მასშტაბით 9 მილიონ 533 ათასს გადააჭარბა

1442753
ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 9 მილიონ 533 ათასს გადააჭარბა
super covid19 abd
super covid19
super covid19 7.jpg
super covid19 10.jpg

ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) მსოფლიოს მასშტაბით გარდაცვლილთა რიცხვმა 485 ათასს, დაავადებულთა 9 მილიონ 533 ათასს და გამოჯანმრთელებულთა კი 5 მილიონ 179 ათასს გადააჭარბა.

ევროპაში ეპიდემიის ცენტრად გადაქცეულ ინგლისში ახალი ტიპის კორონავირუსის გამო გარდაცვლილთა რიცხვი 154-ით 43 ათას 81-მდე, დაავადებულთა კი 653-ით 306 ათას 862-მდე გაიზარდა.

საფრანგეთში ეპიდემიის გამო ბოლო 24 საათში 11 ადამიანი გარდაიცვალა, რითაც დაღუპულთა მთლიანი რიცხვი 29 ათას 731-მდე, დაავადებულთა კი 81-ით 198 ათას 743-მდე გაიზარდა.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კოვიდ-19-ის ეპიდემიის გამო ბოლო ერთ კვირაში 10 ადამიანი დაიღუპა, რითაც მთლიანი რაოდენობა 28 ათას 327-მდე გაიზარდა. სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში დაავადებულთა რაოდენობა 196-ით 247 ათას 86-მდე ავიდა.

პორტუგალიაში კი კოვიდ-19-ის გამო ბოლო 24 საათში დაღუპულთა რაოდენობა 3-ით 1543-მდე, დაავადებულთა კი 367-ით 40 ათას 104-მდე გაიზარდა.

გვატემალაში, სადაც კოვიდ-19-ის გამო 582 ადამიანი დაიღუპა, დაავადებულთა რაოდენობა 14 ათას 540-მდე გაიზარდა. ქვეყნის ეროვნულ ლაბორატორიაში ახალი ტიპის კორონავირუსის ტესტების ანალიზზე მომუშავე 240 პერსონალი ვირუსით დაინფიცირდა. გუშინ წინ კი პრეზიდენტის სასახლის 151 თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდგინდა.



მსგავსი ინფორმაციები