კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 4 მილიონ 939 ათასს გადააჭარაბა

კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 4 მილიონ 939 ათასს გადააჭარაბა

1441229
კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 4 მილიონ 939 ათასს გადააჭარაბა
KORONAVİRUS SUPR
SUPER FOTO YUNANİSTAN 1..jpg
super italya covid-19

ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) მსოფლიოს მასშტაბით გარდაცვლილთა რიცხვმა 474 ათასს, დაავადებულთა 9 მილიონ 192 ათასს, გამოჯანმრთელებულთა კი 4 მილიონ 939 ათასს გადააჭარაბა.

122 ათასზე მეტი გარდაცვლილი ადამიანით ეპიდემიის ცენტრად გადაქცეულ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ-იორკში, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ნორმალიზაციის მეორე ფაზა დაიწყო. მის მიხედვით, სოციალური დისტანციის და ჰიგიენის წესების დაცვით, რესტორნებს ღია სივრცეში მომსახურება შეეძლებათ, გაიხსნება მაღაზიები, საპარიკმახეროები, უძრავი ქონების სექტორი და სალოცავები.  

იტალიაში კოვიდ-19-ის გამო ბოლო ერთ დღეში 23 ადამიანი დაიღუპა და მთლიანი რიცხვი 34 ათას 657-მდე გაიზარდა. იმავე პერიოდში გამოვლინდა დაავადების ახალი 218 შემთხვევა, აქტიური შემთხვევების რაოდენობა კი 335-ით შემცირდა.

საფრანგეთში ეპიდემიის გამო ბოლო 24 საათში გარდაცვლილთა რიცხვი 23-ით 29 ათას 663-მდე, დაავადებულთა კი 373-ით 198 ათას 155-მდე გაიზარდა.

ესპანეთში ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კოვიდ-19-ით ბოლო ერთ კვირაში 21 ადამიანი დაიღუპა, რითაც მთლიანი რიცხვი 28 ათას 324-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში შემთხვევების რაოდენობამ 125-ით 246 ათას 504-მდე მოიმატა.

პორტუგალიაში კი ახალი ტიპის კორონავირუსისგან ბოლო 24 საათში 4 ადამიანი გარდაიცვალა, რითაც მთლიანი რიცხვი 1534-მდე ავიდა და შემთხვევების რაოდნეობა კი 159-ით 39 ათას 392-მდე გაიზარდა.



მსგავსი ინფორმაციები