ტრამპი მადუროსთან შეხვედრაზე უარს არ ამბობს

იგი შეაფასებს პირისპირი შეხვედრის წინადადებას

1440593
ტრამპი მადუროსთან შეხვედრაზე უარს არ ამბობს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელას პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს სურს მასთან შეხვედრა და იგი ამ შეხვედრის წინააღმდეგი არ არის, ამ წინადადებას შეაფასებს, რადგან, მას ძალიან იშვიათად თუ უთქვია შეხვედრებზე უარი. ტრამპმა განაცხადა, რომ მას არ აქვს რაიმე კავშირები ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოსთან, რომელმაც თავი ვენესუელის პრეზიდენტად აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველის, ჯონ ბოლტონის მხარდაჭერით, ცალმხრივად გამოაცხადა. ”ეს შეიძლება გუაიდოს გარეშეც მოხდეს, მაგრამ მე წინააღმდეგი ვარ იმისა, რაც ხდება ვენესუელაში,” განაცხადა ტრამპმა. მისივე თქმით, გუაიდო არჩეული პიროვნებაა, თუმცა, ის ამ პიროვნებას ძალიან დადებითად არ უყურებს. კითხვაზე, თუ როგორ უყურებს ტრამპი ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსთან შესაძლო შეხვედრას, თქვა: ”მადუროს სურს ჩემთან შეხვედრა, მე კი არ ვეწინააღმდეგები ამ შეხვედრას. მე ძალიან იშვიათად ვამბობ უარს პირისპირ შეხვედრებზე და ამიტომ ამ წინადადებას შევაფასებ“, განაცხადა ტრამპმა



მსგავსი ინფორმაციები