სერბეთში საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს

სერბეთში საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს

1440088
სერბეთში საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს

სერბეთში საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს.  საარჩევნო უბნები  07:00 საათზე გაიხსნა და  ხმის მიცემა  20:00 საათამდე გაგრძელდება. არჩევნებში მონაწილეობას 6,584,376 ამომრჩეველი იღებს. გახსნილია 8 385 საარჩევნო უბანი.  არჩევნების მიმდინარეობას 3,300 ადგილობრივი და 111 უცხოელი დამკვირვებელი დააკვირდება. კორონავირუსის ინფექციის გამო, უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, დამკვირვებლებსა და ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე პირბადეების ტარება მოუწევთ, ხოლო ხმის მიცემამდე ხელებს ანტისეპტიკური ხსნარით დაიმუშავებენ. არჩევნების პირველადი შედეგები ხმის მიცემის დასრულებიდან სავარაუდოდ  96 საათის განმავლობაში იქნება ცნობილი.


საკვანძო სიტყვები: #არჩევნები , #სერბეთი

მსგავსი ინფორმაციები