ლიბიის მთავრობა ხაფთარის ძალებს „გენოციდში“ ადანაშაულებს

ლიბიის მთავრობა ხაფთარის ძალებს „გენოციდში“ ადანაშაულებს

1435689
ლიბიის მთავრობა ხაფთარის ძალებს „გენოციდში“ ადანაშაულებს

ლიბიის მთავრობა, ქვეყნის აღმოსავლეთში განლაგებულ არალეგიტიმურ ხალიფა ხაფთარის ძალებს, ტერჰუნის პროვინციაში ჩადენილი ქმედებების გამო „გენოციდში“ ადანაშაულებს. ლიბიის მთავრობის პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციით, ხაფთარის ძალებმა ტერჰუნის პროვინციაში მასიური მკვლელობები მოაწყვეს. ამავე ინფორმაციით, პროვინციაში აღმოჩენილ ცხედრებზე ნათლად ჩანს, რომ ისინი ხელ-ფეხ შეკრული ცოცხლად დაუმარხიათ, ან კიდევ მთელი ოჯახის წევრები ყოველგვარი დაკითხვის გარეშე მასიურად მოუკვლიათ. ლიბიის მთავრობა ასევე გაერო-ს მოუწოდებს, რომ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო დაგმობა მოხდეს და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაუყონებლივ დაიწყოს.



მსგავსი ინფორმაციები