სამხედრო გადატრიალების მცდელობა არ ყოფილა
“გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლო დეზინფორმაციას წარმოადგენენ“
ზიმბაბვეს არმიამ, პრეზიდენტ ემერსონ მნანანგაგვას წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შესახებ ბრალდება, უარყო. ეროვნული მას-მედიის ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა კაზემბე კაზემბემ, დედაქალაქ ჰარარაში, სხვა ძალოვანებთან ერთად პრეს-კონფერენცია გამართა და პრეზიდენტ მნანანგაგვას წინააღმდეგ გადატრიალების მცდელობის შესახებ გავრცელებულ ბრალდებებს უსაფუძვლო დეზინფორმაცია უწოდა რა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი დეზინფორმაციები მიზნად ისახავენ მნანანგაგვას იმიჯისა და ავტორიტეტის შელახვას: ”ზიმბაბვეს მთავრობა, ყველა თავის სტრუქტურასთან ერთად უარყოფს ამ დეზინფორმაციებს,” აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა. როგორც ცნობილია, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა მნანანგაგვამ, ყოფილი პრეზიდენტი რობერტ მუგაბე, 2017 წლის ნოემბერში განხორციელებული სამხედრო გადატრიალებით შეცვალა