ლიბიის მთავრობის არმია წინ მიიწევს

მათ ქალაქი თერჰუნეც გაათავისუფლეს ხაფთერის ძალებისგან

1430047
ლიბიის მთავრობის არმია წინ მიიწევს

ლიბიის ლეგიტიმური მთავრობის არმიამ,  ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე თერჰუნეს პროვინციის ამავე სახელწოდების ადმინისტრაციული ცენტრიც გაათავისუფლა მეამბოხე გენერლის, ხაფთერის არალეგიტიმური შეიარაღებული ძალებისგან და ამით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეგიონი აიყვანეს კონტროლქვეშ. ლიბიის ლეგიტიმური არმიის განცხადებით, თერჰუნეს იერიშისას მათ ტყვედ აიყვანეს ხალიფა ხაფტერის რიგებში მებრძოლი ერთ-ერთი ძლიერი დაჯგუფების ლიდერი რიად ალ-კუბეირი, ხოლო ამის პარალელურად ქალაქის დამცველი ადგილობრივი შეიარაღებული დაჯგუფების, კანიაფელების  დევნასაც აგრძელებენ. ხაფტერს დაქვემდებარებული ძალები, ქალაქ თერჰუნეს პლაცდარმად იყენებდნენ დედაქალაქ ტრიპოლზე თავდასხმისათვის, ხოლო ამის გარდა ეს ქალაქი გენერლის არმიის ოპერაციების შტაბისა და მომარაგების მთავარი ცენტრიც იყო



მსგავსი ინფორმაციები