ჩინეთში დაწყებით სკოლაში თავდასხმა მოხდა

დაწყებითი სკოლის დაცვის თანამშრომელმა 39 ადამიანი, უმრავლესობა ბავშვი, ცივი იარაღით დაჭრა

1429295
ჩინეთში დაწყებით სკოლაში თავდასხმა მოხდა

ჩინეთში, ავტონომიურ რეგიონ გუანსი-ჯუანში ერთ-ერთი დაწყებითი სკოლის დაცვის თანამშრომელმა 39 ადამიანი, უმრავლესობა ბავშვი, ცივი იარაღით დაჭრა.

ჩინური პრესის თანახმად, ავტონომიურ რეგიონ გუანსი-ჯუანში ქალაქ ვუქუს რაიონ ვუსანში ერთ-ერთი დაწყებითი სკოლის დაცვის თანამშრომელი ცივი იარაღით სკოლაში მყოფებს თავს დაესხა და 39 ადამიანი, მათ შორის მასწავლებლები და უმრავლესობა ბავშვი, დაჭრა.

პირველადი მონაცემებით, ყველა დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი და ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

თავდამსხმელი დაკავებულია და დაწყებულია გამოძიება.

თავდასხმის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ჩინეთში ბოლო წლებში სკოლებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ამგვარი თავდასხმები ხშირად ხდება.


საკვანძო სიტყვები: #ცივი იარაღი , #თავდასხმა , #ჩინეთი

მსგავსი ინფორმაციები