შეიარაღებული თავდასხმა სამხედრო ბაზაზე

დაიღუპა 2 ჯარისკაცი

1427810
შეიარაღებული თავდასხმა სამხედრო ბაზაზე

აშშ-ის ჩრდილოეთ დაკოტას შტატში მდებარე სამხედრო ბაზაზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ორი ჯარისკაცი დაიღუპა. ჩრდილოეთ დაკოტაში მდებარე Grand Forks საჰაერო ძალების ბაზიდან გავრცელებულის წერილობითი განცხადების მიხედვით, "დღეს დილით, საჰაერო ძალების ბაზაზე, ავტომატური იარაღიდან გახსნილი ცეცხლის  შედეგად ორი ჯარისკაცი დაიღუპა." ამ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თავდასხმის შემდეგ, რომელიც მოხდა ადგილობრივი დროით 04.30 საათზე, სამხედრო ბაზა, სხვა პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კონტროლზე იქნა აყვანილი  და გამოძიება დაიწყო. ამავე განცხადებაში არაფერია ნათქვამი დაღუპული ჯარისკაცების ვინაობის შესახებ და არც ის არის ცნობილი, თუ სროლა საჰაერო ბაზაზე საიდან განხორციელდა და ვინები არიან თავდამსხმელები



მსგავსი ინფორმაციები