ხორვატიაში ჩასატარებელი  საპარლამენტო არჩევნების თარიღი ცნობილი გახდა

ხორვატიაში ჩასატარებელი  საპარლამენტო არჩევნების თარიღი ცნობილი გახდა

1420883
ხორვატიაში ჩასატარებელი  საპარლამენტო არჩევნების თარიღი ცნობილი გახდა

ხორვატიის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გავრცელებული ინფორმაციით პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა    ქვეყანაში დაგეგმილი მორიგი საპარლამენტო არჩევნები  5 ივლისს დანიშნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 151 მანდატიან პარლამენტის არჩევნებში საზღვარგარეთის წარმომადგენლობებში ხმის მიცემა 4-5 ივლისს იქნება შესაძლებელი.

შეგახსნებთ, ხორვატიის პარლამენტის უმრავლესობამ საკანონმდებლო ორგანოს თვითდათხოვნას მხარი დაუჭირა. დეპუტატებმა გადაწყვეტილება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისთვის მიიღეს.

საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნის ინიციატივა მმართველ კოალიციას ეკუთვნის. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ხორვატიის დემოკრატიული კავშირი, რომლის ლიდერიც ის არის, არჩევნებზე ისევ გაიმარჯვებს და პარტნიორებთან ერთად კოალიციას ჩამოაყალიბებს. ხორვატიაში ოფიციალურად 4 მილიონი ამომრჩეველია დარეგისტრირებული.



მსგავსი ინფორმაციები