ორთვიანი პაუზის შემდეგ საფრანგეთში „ყვითელჟილეტიანები“-ს აქციები ისევ გაიმართა

ორთვიანი პაუზის შემდეგ საფრანგეთში „ყვითელჟილეტიანები“-ს აქციები ისევ გაიმართა

1418942
ორთვიანი პაუზის შემდეგ საფრანგეთში „ყვითელჟილეტიანები“-ს აქციები ისევ გაიმართა

საფრანგეთში ახალი ტიპის  კორონავირუსის (კოვიდ-19) გამო აქციების და მსვლელობების გამართვის აკრძალვის მიუხედავად,  გუშინ, მრავალ ქალაქში „ყვითელჟილეტიანები“-ს აქციები ისევ გაიმართა. დედაქალაქ პარიზში აქციის დროს ორი ადამიანი დააკავეს, ხოლო მრავალ ქალაქში  აკრძალვების მიუხედავად აქციებში მონაწილეებს ფულადი ჯარიმა დაუწერეს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში, ყვითელჟილეტებიანების მიერ საწვავზე ფასის მატების საწინააღმდეგოდ დაწყებული  აქციები, რომელიც 2018 წლის  17 ნოემბერს დაიწყო და  შემდეგ ანტისამთავრობო აქციებში გადაიზარდა,  დღემდის გრძელდება.  გასული წლის 17 ნოემბრიდან დღემდე აქციების დროს 11 ადამიანი დაიღუპა, 26 ადამიანმა თვალიდან დასახიჩრდა. ხუთ ადამიანს ხელის მოწყდა, მთლიანობაში კი 2000-ზე მეტი დაშავდა, ხოლო 12000-ზე მეტი დააკავეს.



მსგავსი ინფორმაციები