აშშ-ში უსახლკაროთა რაოდენობა შესაძლოა 45%-ით გაიზარდოს

აშშ-ში უსახლკაროთა რაოდენობა შესაძლოა 45%-ით გაიზარდოს

1418339
აშშ-ში უსახლკაროთა რაოდენობა შესაძლოა 45%-ით გაიზარდოს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენის გამო შესაძლოა უსახლკაროთა რაოდენობა 45%-ით გაიზარდოს.

კოლუმბიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კოვიდ-19-ის ეპიდემიის გამო მილიონობით ადამიანმა სამსახური დაკარგა და ეს გაზრდის ქუჩაში მცხოვრებთა რაოდენობას.

კვლევაში ნათქვამია, რომ 2019 წლის იანვრის ოფიციალური მონაცემებით მთლიანად ამერიკის შეერთებულ შტატებში 568 ათასი ადამიანი უსახლკაროდ აგრძელებს ცხოვრებას და კოვიდ-19-ის ეპიდემიის გამო ეს რიცხვი წელს შესაძლოა კიდევ 250 ათასით გაიზარდოს.


საკვანძო სიტყვები: #COVID19 , #კოვიდ-19 , #უსახლკარო , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები