ისრაელის ჯარისკაცები პალესტინელებზე ძალადობას აგრძელებენ

მათ თავდასხმას 1 მოზარდი ემსხვერპლა, 4 კი დაშავდა

1416456
ისრაელის ჯარისკაცები პალესტინელებზე ძალადობას აგრძელებენ

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს პრეს სამსახურიდან გავრცელებული  წერილობითი განცხადების თანახმად, ისრაელის ჯარისკაცებმა, ქალაქ  ელ-ჰალილში მდებარე ელ-ფევვარის ლტოლვილთა ბანაკში,15 წლის პალესტინელი ახალგაზრდა ნამდვილი ტყვიით მოკლეს, ხოლო 4 კი დაჭრეს და ისინი სასწრაფოებით გადაიყვანეს საავადმყოფოებში. თვითმხილველების ცნობით, პალესტინელმა ახალგაზრდებმა რეაგირება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ისრაელელმა ჯარისკაცებმა ალ-ფევვარის ბანაკში რეიდი მოაწყეს. ამავე განცხადებით, ისრაელის ჯარისკაცებმა ცრემლსადენ გაზთან ერთად, ნამდვილი და პლასტიკური ტყვიები გამოიყენეს ახალგაზრდების დასაშლელად, ხოლო პალესტინელებმა კი მათ ქვებით უპასუხეს რა, ეს ძალადობრივი კონფლიქტი საათობით გაგრძელდა. ისრაელის ძალები, რომლებიც ხშირად ესხმიან თავს ოკუპირებულ დასავლეთის სანაპიროზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში მცხოვრებ ახალგაზრდა პალესტინელებს, მათ სხვადასხვა ბრალდებებით აკავებენ



მსგავსი ინფორმაციები