ერდოღანმა, პუტინს „ფაშიზმზე გამარჯვების“  დღე მიულოცა

ერდოღანმა, პუტინს „ფაშიზმზე გამარჯვების“  დღე მიულოცა

1414013
ერდოღანმა, პუტინს „ფაშიზმზე გამარჯვების“  დღე მიულოცა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავი მიულოცა.

„პატივცემულო პრეზიდენტო, ძვირფასო მეგობარო, გულწრფელი გრძნობებით გილოცავთ 9 მაისს,  ფაშიზმზე გამარჯვების დღის 75-ე წლისთავს. იმ პერიოდმა, კაცობრიობას  უდიდესი ტანჯვა და ტკივილი  მოუტანა რა, მილიონობით  საბჭოთა მოქალაქის სიცოცხლეც შეიწირა.  მეორე მსოფლიო ომის მოვლენები, გვეხმარება გვახსოვდეს საერთაშორისო მშვიდობის მნიშვნელობა. თურქეთი და რუსეთი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში რეგიონალური მშვიდობის თვალსაზრისით მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებენ და იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელედება მომავალშიც.

ასევე,  ჩემი და  თურქი ხალხის სახელით სოლიდარობა მინდა გამოვხატო, ახალი ტიპის კორონავირუსის წიააღმდეგ თქვენს მიერ გატარებულ პრევენციებისადმი და როგორც თქვენ, ასევე მთელ რუს  ხალხს ჯანმრთელობა და კეთილდღეუობა ვუსურვო,“ ნათვამია ერდოღანის მიერ  გავრცელებულ მისალოც მესიჯში.



მსგავსი ინფორმაციები