კიდევ ერთი თავდასხმა პოლიციის განყოფილებაზე
დაიღუპა 4 პოლიციელი
1405979
ავღანეთის ლოგარის ოლქის ბარაკის რაიონში მოქმედ პოლიციის განყოფილებაზე, თალიბების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 4 პოლიციელი დაიღუპა. ლოგარის გუბერნატორის პრეს სპიკერის მხრიდან გავრცელებული წერილობითი განცხადების მიხედვით, თალიბი ბოევიკები თავს დაესხნენ ბარაკი რაიონის სანგ მერმერის პოლიციის განყოფილებას და წარმოქმნილ შეტაკებაში დაიღუპა 4 პოლიციელი, ხოლო ლიკვიდირებულ იქნა 7 ბოევიკი. თვით თალიბებს ამ თავდასხმასთან დაკავშირებით რაიმე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებიათ
მსგავსი ინფორმაციები
ინდოეთსა და ბანგლადეშში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ინდოეთსა და ბანგლადეშში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა