ტრამპი მზადაა ირანს დაეხმაროს

ტრამპმა

1401459
ტრამპი მზადაა ირანს დაეხმაროს

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში შეუძლია დაეხმაროს ირანს, თუ ეს უკანასკნელი დახმარების თხოვნით მიმართავს ამერიკას.  მისივე თქმით, ისინი აგრძელებენ "სტაბილურ" პროგრესს ეპიდემიასთან ბრძოლაში.  ”ჩვენ დემოკრატებთან გარიგებასთან ახლოს ვართ”,-თქვა ტრამპმა და აღნიშნა, რომ ისინი აგრძელებენ დემოკრატებთან შეხვედრას 450 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტზე, რომელიც მოიცავს მცირე ბიზნესის და სოფლის საავადმყოფოების დახმარებას. კითხვაზე, თვლის თუ არა ის, რომ დაეხმარება ირანს, ერთ–ერთ ქვეყანას, რომელსაც სანქციების გამო ყველაზე მეტად უჭირს ვირუსთან ბრძოლაში, თქვა: “მე მსურს ირანის დახმარება, თუ მას ეს დახმარება სჭირდება და ამას ითხოვს. ეპიდემიამ მათ ძალიან საშინლად დაარტყა, მაგრამ ისინი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის ციფრებს არასწორად იძლევიან. თუ მათ დახმარება და ხელოვნური რესპირატორები სჭირდებათ, ჩვენ ათასობით გვაქვს და შეგვიძლია მათაც მივაწოდოთ.''



მსგავსი ინფორმაციები