ტრამპმა ჩინეთი კიდევ ერთხელ გააფრთხილა

“თუ პეკინმა შეგნებულად გაავრცელა ვირუსი, ამაზე პასუხისმგებლობა მოუწევს“

1400929
ტრამპმა ჩინეთი კიდევ ერთხელ გააფრთხილა

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ რომ თუ ჩინეთი, შეგნებულად არის პასუხისმგებელი ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გავრცელებაში, მაშინ, იგი მზად უნდა იყოს მისი შედეგებისთვისაც. მისივე აზრით, აშშ – ში სიკვდილიანობის მაჩვენებლები მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, გერმანიის გამოკლებით, გაცილებით ნაკლებია და ამერიკა უკვე მიუახლოვდა ვირუსის გავრცელების პიკს რა, ახლა მისი შემცირება დაიწყება. ტრამპის მტკიცებით, ჩინეთის მიერ გავრცელებულიციფრები არ ასახავს სიმართლეს. '' ჩინეთი ნომერ პირველია. ისინი სიკვდილიანობის მხრივ ბევრად წინ არიან, ვიდრე ჩვენი ქვეყანა. თუ ეს ციფრები შეცდომაა და ისინი მასში შეგნებულად არიან პასუხისმგებელნი, მაშინ, მათ შედეგებზეც პასუხისმგებლობა მოუწევთ და ამისათვის მზად უნდა იყვნენ”, - განახადა ტრამპმა და დაამატა, რომ ზოგიერთ შტატებში ეტაპობრივად დაიწყებენ  შეზღუდვების შემსუბუქებას



მსგავსი ინფორმაციები