ნიუ-იორკში კოვიდ-19-ით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა ვიდრე 11 სექტემბრის ტერაქტის დროს

ნიუ-იორკში კოვიდ-19-ით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა ვიდრე 11 სექტემბრის ტერაქტის დროს

1394759
ნიუ-იორკში კოვიდ-19-ით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა ვიდრე 11 სექტემბრის ტერაქტის დროს

ნიუ-იორკში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდი -19) უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა,  ვიდრე 11 სექტემბრის ტერაქტის დროს.   ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა, რომ ახალი ტიპის კოროვირუსით, ერთ დღე-ღამეში გარდაცვლილთა რიცხვი  779-ით გაიზარდა და მთლიანობაში 6 ათას 268-ს მიაღწია. მან ასევე გაიხსენა, რომ  11 სექტემბრის ტერაქტის დროს ნიუ-იორკში მთლიანობაში 2 ათას 753 ადამიანი დაიღუპა.  შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 11 სექტემბერს შეერთებულ შტატებში შიდა ფრენის ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი ალ-ქაიდას ტერორისტებმა გაიტაცეს რა, ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრების   ჩრდილოეთ და სამხრეთის კოშკებს შეეჯახა რის შედეგადაც ორი 110 სართულიანი კოშკი ჩამოინგრა.  მესამე თვითმფრინავი ვირჯინიის შტატის თავდაცვის დეპარტამენტის (პენტაგონი) ბინაზე შეჯახების შედეგად ჩამოვარდა.  მეოთხე თვითმფრინავი მიზნად ისახავდა  დედაქალაქ ვაშინგტონს, მაგრამ იგი  პენსილვანიაში ჩამოვარდა.



მსგავსი ინფორმაციები