გაერო-ს უშიშროების საბჭო კოვიდ-19-ის საკითხს პირველად განიხილავს

გაერო-ს უშიშროების საბჭო კოვიდ-19-ის საკითხს პირველად განიხილავს

1393108
გაერო-ს უშიშროების საბჭო კოვიდ-19-ის საკითხს პირველად განიხილავს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო, ხუთშაბათ დღეს ვიდეოკონფერენციის მეთოდით პირველად განიხილავს კოვიდ-19-ის საკითხს. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური ეფექტების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ კოვიდ-19-ის ეპიდემია მსოფიოს, როგორც ეკონომიკურ ასევე სოციალურ საფრთხეს უქმნის რა, მსგავსი შემთხვევა უახლოეს წარსულში არ მოიპოვება. „ახალი ტიპის კორონავირუსი თავს ესხმის საზოგადოებებს, ადამიანებს სიცოცხლესა და საარსებო წყაროს ართმევს. აუცილებელია დაუყოვნებელი და კოორდინირებული რეაგირება. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენს წინაშე დამდგარი ყველაზე სერიოზული კრიზისია. გაერო ქმნის ახალ მრავალპარტნიორულ ფონდს, რათა ხელი შეუწყოს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს,  ეპიდემიასა და მის სოციალურ-ეკონომიკურ შოკებთან ბრძოლაში“, ნათქვამია გუტერესის მიერ მომზადებულ ანგარიშში.



მსგავსი ინფორმაციები