ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართა

სხვა მრავალ საკითხთან ერთად საქართველოს და უკრაინის თემაც იქნა განხილული

1390372
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართა

70 წლიანი ისტორიის მანძილზე ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გუშინ, პირველად ვიდეოკონფერენციით გაიმართა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის 30 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენციით შეხვედრის დაწყებამდე მოკლე განმარტებები გააკეთა და აღნიშნა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსმა (კოვიდ-19) ნატო-ს სამუშაო ფორმატშიც ცვლილებები შეიტანა. მისი თქმით, ტრანსატლანტიკური ოჯახი მსგავსი მტრის წინაშე არასოდეს აღმოჩენილა  რა, ერთოანობის სულისკვეთებით მის დამარცხებას შესძლებენ.  

კოვიდ-19-ის საკითხთან დაკავშირებით შეკრებილმა,  ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალმა ასევე ისაუბრა სხვადასხვა საკითხებზე, როგორიცაა საერთაშორისო ტერორიზმი, ავღანეთის და  ერაყის საგანმანათლებლო  მისია, საქართველოსა და უკრაინის საკითხებზე. შეხვედრას თურქეთის სახელით საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ ესწრებოდა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ვიდეოკონფერენციით გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და ანიშნა: „დღეს მინისტრებმა, ნატო-ს მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ. ეს მოიცავს სტაბილურობის დამყარებას ახლო  აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში“.  



მსგავსი ინფორმაციები