თალიბანის მორიგ თავდასხმას ათეულობით სამართალდამცველი  შეეწირა

თალიბანის მორიგ თავდასხმას ათეულობით სამართალდამცველი  შეეწირა

1381906
თალიბანის მორიგ თავდასხმას ათეულობით სამართალდამცველი  შეეწირა

ავღანეთში, ზაბულის პროვინციაში თალიბანის ბოევიკების მხრიდან განხორციელებუი  შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, წინასწარი მონაცემებით 20-ზე მეტი სამართალდამცველი დაიღუპა. ზაბულის გუბერნატორის პრესსპიკერმა, გულ ისლამ სიალმა განაცხადა, რომ თალინაბის ექვსმა ბოევიკმა  ზაბულის პროვინციის პოლიციის საგუშაგოზე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც 20-ზე მეტი სამართალდამცველი დაიღუპა. მისივე განცხადებით, ბოევიკებმა საგუშაგოდან იარაღებიც გაიტაცეს. თალიბანს კი მომხდართან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არაანაირი განცხადება არ გაუკეთებია.



მსგავსი ინფორმაციები