„კოვიდ 19“-ის მდგომარეობა დასავლეთში

„კოვიდ 19“-ის მდგომარეობა დასავლეთში

1379886
„კოვიდ 19“-ის მდგომარეობა დასავლეთში

ჩინეთში ქალაქ, უხანიდან გავრცელებული ახალი კორონავირუსი (კოვიდ 19) დასავლეთის ქვეყნებში სწრაფად ვრცელდება. იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 349 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 2158-ს მიაღწია. დაინფიცირებულია 17 660 ადამიანი.  ესპანეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 309-მდე გაიზარდა, ხოლო დაინფიცირებულთა რიცხვმა 9000-ს გადააჭარბა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ქვეყანაში ახალი, 15-დღიანი შეზღუდვები დააწესა და მოსახლეობას სახლში დარჩენისა და შინიდან მუშაობისკენ მოუწოდა. ბოლო მონაცემებით კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა საფრანგეთში 127-ს მიაღწია. საფრანგეთში კოვიდ-19 დაუდასტურდა ასევე 26 დეპუტატს. გერმანიაში კი ხსენებული ვირუსის შედეგად ამ დროისათვის 13 ადამიანი დაიღუპა, დაინფიცირებულთა რიცხვმა კი 6000-ს გადააჭარბა. ქვეყანაში სკოლების შემდეგ სარეკრეაციო ზონები დაიკეტა. დიდ ბრიტანეთში 55 ადამიანი გარდაიცვალა. დასავლეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკა ასეთია: შვეიცარიაში 18 ადამიანი დაიღუპა, 2353 დაინფიცირებულია. დაინფიცირებულთა რიცხვის სწრაფი ზრდის გამო მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შვედეთში დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა,  დაინფიცირებულია 1040 ადამიანი. ჩეხეთში ამ დროისათვის დაინფიცირებულია 298, პოლონეთში 156, სლოვაკეთში 72 უნგრეთში  39, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში კი 7 ადამიანი. მეორეს მხრივ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო მონაცემებით კოვიდ 19-ის შედეგად 85 ადამიანი დაიღუპა, დაინფიცირებულთა რიცხვმა  კი 4661-ს მიაღწია.


საკვანძო სიტყვები: #დასავლეთი , #კოვიდ 19

მსგავსი ინფორმაციები