„კოვიდ 19“-ის მდგომარეობა აღმოსავლეთში

„კოვიდ 19“-ის მდგომარეობა აღმოსავლეთში

1379878
„კოვიდ 19“-ის მდგომარეობა აღმოსავლეთში

პირველად, ჩინეთში ქალაქ, უხანში  გავრცელების დღიდან მოყოლებული გარდაცვლილითა რიცხვის 7000-მდე გაზრდილი, ახალი ტიპის კორონავირუსი აღმოსავლეთშიც სწრაფად ვრცელდება. ჩინეთში ახალი კორონავირუსით (კოვიდ-19) ბოლო მონაცმებით გარდაცვლილთა რიცხვმა 3226-ს მიაღწია. ქვეყანაში ბოლო  24 საათში,  კორონავირუსით  კიდევ 21 ადამიანი დაინფიცირდა. ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ-კონგის მმართველობამ საზღვარგარეთიდან ჩასული მგზავრების 14 დღიან კარანტინში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ჩინეთის და იტალიის შედმეგ ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა ყველაზე მეტი შემთხვევა ირანში დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით ირანში დაღუპულთა რიცხვმა 988-ს მიაღწია დაინფიცირებულთა რიცხვი კი 15 ათასს მიუახლოვდა.  პირი, რომელიც ოფიციალური პირებისგან მიღებულ ზომებს არ დაემორჩილება, ერთ წლიანი პატიმრობა შეეფარდება. რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ  30 ადამიანი დაინფიცირდა რა, მთლიანობაში დაინფიცირებულთა რიცხვმა 93-ს მიაღწია. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ კი განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსი 298 ადამიანს დაუდგინდა რა, ამათგან 19 ჯანდაცვის პერსონალია, ხოლო 5 სამხედრო. ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე რთული ეკონომიკური კრიზისის წინაშე მყოფ ლიბანში, კოვიდ-19-ის შედეგად დაინფიცირებულთა რიცხვი 120-მდე გაიზარდა. იორდანიაში დაინფიცირებულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა. კატარში სადაც კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 439-მდე გაიზარდა, მეჩეთებში ერთობლივი  ლოცვა დროებით აიკრძალა. აღმოსავლეთის  სხვა ქვეყნებში ახალი კორონავირუსის  სტატისტიკა ასეთია: პაკისტანში კორონავირუსით ერთი ადამიანი დაიღუპა. ლიბერიასა და ბენინში 2-2, ეგვიპტე 2, ალჟირი  4, მაროკოსა და სუდანში კი ამ დროისათვის კოვიდ-19-ის თითო შემთხვევაა  დაფიქსირებული.


საკვანძო სიტყვები: #აღმოსავლეთი , #კოვიდ 19

მსგავსი ინფორმაციები