დონალდ ტრამპ-მუჰამედ ბინ სალმანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

დონალდ ტრამპ-მუჰამედ ბინ სალმანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

1376226
დონალდ ტრამპ-მუჰამედ ბინ სალმანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, საუდის არაბეთის  ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანს ტელეფონით ესაუბრა. თეთრი სახლიდან გავრცელებული წერილობითი განცხადების მიხედვით, ტრამპს  და ტახტის მემკვიდრე პრინცს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს გლობალური ენერგეტიკული ბაზრების, რეგიონალური და ორმხრივი სხვა კრიტიკული საკითხები იქნა განხილული. შეგახსენებთ, რომ ორშაბათ დღეს, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის საშუალო ინდექსის დაცემით დაწყების შემდეგ ტრამპმა სოციალურ ქსელ, Twitter-ში  ასეთი განცხადება გაავრცელა: „საუდის არაბეთი და რუსეთი ნავთობის ნაკადის ფასებზე კამათობენ. საფონდო ბირჟის საშუალო ინდექსის ვარდნის მიზეზი, ეს და სხვა ცრუ ინფორმაციები გახლავთ“.



მსგავსი ინფორმაციები