ჩინეთის ლიდერი ქალაქ უხანს ეწვია

იგი ადგილზე გაეცნო შექმნილ მდგომარეობას

1375500
ჩინეთის ლიდერი ქალაქ უხანს ეწვია

ჩინეთის პრეზიდენტი ში ძიანპინგი, ჰუბეის ოლქში მდებარე ქალაქ უხანს ეწვია, საიდანაც როგორც მოგეხსენებათ  დეკემბრის თვეში ახალი ტიპის კორონავირუსი (კოვიდ-19) პირველად გავრცელდა. ეს ვიზიტი ეპიდემიის შემცირების პერიოდს დაემთხვა და ქვეყნის ლიდერმა მოინახულა ის საავადმყოფო, რომელიც ამ ვირუსით დაავადებულთათვის 10 დღეში აშენდა. ამ საავადმყოფოს უფრო ადრე, კონკრეტულად კი 27 იანვარს, ე,ი, კორონავირუსის პიკის დროს, ეწვია ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი კაჩიანგი და ადგილზე ჩაატარა ინსპექტირება რა, ასე გაეცნო იმ დროის სავალალო მდგომარეობას. ქვეყანაში ამინდის დათბობა და გატარებული ეფექტური ზომები წარმოადგენს ეპიდემიის შენელების მთავარ ფაქტორს. გავრცელებული ინფორმაციებით, უკვე დამზადებული კორონავირუსის ვაქცინების კლინიკური კვლევები მომავალ თვეში დაიწყება. ჩინეთში Kovid-19- ის ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა 3139 კაცამდე



მსგავსი ინფორმაციები